აქტუალური
კახი კალაძის შეხვედრა KfW-ის წარმომადგენლობასთან რეალური შედეგებით დამთავრდა

      საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის ახალი მერი კახი კალაძე გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორს კლაუს ვეიგელს და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი სურვილია, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებასა და ქალაქისთვის ენერგოეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით პროექტების დაფინანსებაში.
როდესაც ენერგეტიკის სამინისტროს ვხელმძღვანელობდი, ჩვენმა გუნდმა განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - თითოეულ ჩვენგანს შესაძლებლობა აქვს, დააყენოს მზის ენერგიის პანელები ან ქარის მცირე სიმძლავრის სადგური. შედეგად გამოიმუშავოს ელექტროენერგია, რომელსაც თავად მოიხმარს, ზედმეტ ენერგიას კი  სადისტრიბუციო კომპანიას მიჰყიდის“, - აღნიშნა კალაძემ. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს,  ახალი მერის თქმით, ბანკი მზად არის, გამოჰყოს თანხები როგორც ავტობუსების განახლებისთვის, ასევე მეტროს რეაბილიტაციისთვის