უცხოეთი
მადრიდის სასამართლომ კატალონიის ყოფილი მთავრობის 8 წევრი დააპატიმრა

      საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ესპანეთის ნაციონალურმა სასამართლო კოლეგიამ კატალონიის ყოფილი მთავრობის 8 წევრი, მათ შორის ექს ვიცე-პრეზიდენტი ურიოლ ჟუნკერასი დააკავა. მათ ბრალად ამბოხი და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა ედებათ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
კატალონიის მთავრობის მეთაური კარლეს პუჩდემონი და ხელისუფლების 4 ყოფილი წვერი სასამართლოში არ გამოცხადნენ. პუჩდემონის და კიდევ 2 ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებაზე სასამართლომ ორდერი უკვე გასცა.
1 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბელგიაში მყოფი კარლეს პუჩდემონი კატალონიაში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ ბარსელონაში არა პუჩდემონი, არამედ მისი მთავრობის შს მინისტრი დაბრუნდა. 
27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა.
გამოცხადების შემდეგ ერთ საათში, ესპანეთის სენატმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას გულისხმობს, შესაბამისად, რეგიონის ავტონომიის გაუქმებას. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც დეპუტატები ახალ რეგიონულ მთავრობას დანიშნავენ.

imedinews.ge