უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა, მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებაზე უარი უთხრა
უცხოეთი
უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა, მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებაზე უარი უთხრა

      საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებაზე უარი უთხრა. ინფორმაციას „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის ადვოკატი ავრცელებს.
მისი თქმით, გადაწყვეტილებას ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრებს.
პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი რადას შენობასთან საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებას აანონსებს, სადაც სამი კვირის განმავლობაში მოხალისეებსა და დაინტერესებულ პირებს უკრაინელი და უცხოელი ექსპერტები საჯარო ლექციებს წაუკითხავენ.
„თუკი ხელისუფლება 7 ნოემბერს ჩვენს პირობებს არ შეასრულებს, ჩვენ უფრო მკაცრი მოთხოვნები უნდა წავუყენოთ - ეს არის ქვეყანაში პოლიტიკური კლასის შეცვლა. მაგრამ ვინ უნდა შეცვალოს ისინი? ჩვენ გადავწყვიტეთ ამ მოედანზე, კარვებში დავიწყოთ “პოლიტიკური სპარტელების“ საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება.  აქ ახალ ადამიანებს ველოდებით, რომლებიც მომავალში უკრაინის ახალ ხელისუფლებას ჩამოაყალიბებენ. ეს ადამიანები არსებული ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ მოვლენ აქ ფულისა და პირადი გამორჩენის გამო. მათი მიზანი უკრაინაში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, თამაშის წესების შეცვლა იქნება. ისინი შექმნიან ახალ პოლიტიკურ კლასს და ისტორიაში შევლენ,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

rustavi2.ge