„დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც მერყეობა უფრო რბილად გადაილახება“ - გიორგი გახარია
საზოგადოება
„დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც მერყეობა უფრო რბილად გადაილახება“ - გიორგი გახარია

      საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ლარის გაუფასურებას მოლოდინებს და სეზონურობის ფაქტორს უკავშირებს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა. ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეროვნული ვალუტა გამყარდება.
შარშან მოლოდინები და სეზონურობა რბილად გადავლახეთ და დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც მერყეობა უფრო რბილად გადაილახება. სეზონურობის ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და ამ მიმართულებით უნდა ვიყოთ მოქნილები”, - აღნიშნა გახარიამ. მისი თქმით, ყველა მაკროეკონომიკური ფაქტორი გაუმჯობესებულია, მათ შორის ექსპორტი, ფულადი გადმორიცხვები და ტურიზმი“.