საქართველოში კაზინოს კარი თამაშზე დამოკიდებული პირებისთვის დაიკეტება
სამართალი
საქართველოში კაზინოს კარი თამაშზე დამოკიდებული პირებისთვის დაიკეტება

      საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში აზარტული თამაშების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრება გადაწყვიტა, იუწყება Sputnik - ი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში კანონპროექტების პაკეტი წარადგინა, რომლის თანახმად აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში შესვლა აეკრძალებათ 21 წლამდე ასაკის საქართველოს და 18 წლამდე ასაკის უცხოეთის მოქალაქეებს.
აღნიშნული ნორმის დარღვევის შემთხვევაში, სათამაშო დაწესებულებას 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრება, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში — 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იგეგმება.
აღნიშნულ კოდექსში ასევე გაჩნდება ნორმა კომპიუტერულ სისტემურ თამაშებში იმ პირი მონაწილეობის აკრძალვის შესახებ, რომელიც მოთამაშეთა ერთიან რეესტრში არ არის დარეგისტრირებული. ამ წესის იგნორირება ითვალისწინებს იმავე ოდენობის ჯარიმას, რაც წინამდებარე დარღვევა.
კომპიუტერული სისტემური თამაშებში მოიაზრება ტელეფონით, ინტერნეტით ან სათამაშო აპარატებით თამაშები, მათ შორის, კაზინო და ტოტალიზატორები.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოში თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნება, რომელშიც ის პირები მოხვდებიან, რომლებიც პირადი ინიციატივით შესაბამისი თხოვნით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიმართავენ ან სასამართლო გადაწყვეტილებით მათ შეიყვანენ სიაში. სიაში პირის შეტანა ხორციელდება 3 წლის ვადით.
ყველა სათამაშო დაწესებულება ვალდებული იქნება შენობაში შესვლის ნებისმიერი მსურველი თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიაში გადაამოწმოს. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას იგივე ოდენობით, რაც ზემოთაღნიშნულ შემთხვევებში.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დამოკიდებულად ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს აზარტული თამაშებში მონაწილეობის დაუძლეველი სურვილი და რომელიც დამოკიდებულ პირთა სიაშია შეყვანილი, მიუხედავად მისი თამაშის შედეგისა.