აქტუალური
„ნუ ჩახვალთ საქართველოში, იმიტომ რომ...“ (ვიდეო)

      საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. YouTube-ზე გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელიც სათაურითვე იქცევს ყურადღებას მყვირალა მოწოდებით: ნუ ჩახვალთ საქართველოში!“ (ვიდეო იხ. აქ).
ვიდეოში ჩამოთვლილია, თუ რატომ უნდა შეიკავონ თავი ტურისტებმა საქართველოში სტუმრობისგან. თურმე, იმიტომ, რომ:
საქართველოში ერთფეროვანი პეიზაჟებია;
საქართველოში არაფრით გამორჩეული პანორამული ხედებია;
საქართველოს ღირსშესანიშნაობები უფერულია და შეუმჩნეველი;
საქართველო ღარიბი ისტორიის ქვეყანაა;
საქართველოში მოსაწყენი, არაფრისმთქმელი ტაძრებია;
საქართველოს არ გააჩნია ეროვნული სამზარეულო
მაგრამ პირველივე ანტისარეკლამო მოწოდების შემდეგ კადრში იმდენად გრანდიოზული ხედები და სურათები ჩნდება, სუნთქვა გეკვრის და ხვდები, რომ… როგორც ირკვევა, იუწყება sputnik-georgia, ეს ვიდეორგოლი ცნობილ მოგზაურ ბლოგერს აუტვირთავს YouTube-ის საკუთარ არხზე Tolt around the world და რეალურად დიდი სამსახურიც გაუწევია საქართველოსთვის პოპულარიზაციის კუთხით.