აქტუალური
ნინო ბურჯანაძე მოსკოვში არაოფიციალურ შეხვედრებს და სატელევიზიო თოქშოუებში მონაწილეობას აპირებს

      საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძ მოსკოვში  გუშინ გაემგზავრა. ბურჯანაძის თქმით, ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი და არაფორმალური შეხვედრებიც ექნება, ის ამჯერად მედიასთან აქტიურ ურთიერთობას გეგმავს და მონაწილეობას მიიღებს სატელევიზიო თოქშოუებში.
ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით დაფიქსირდეს ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე. გარდა ამისა, ბუნებრივია, გარკვეული არაფორმალური შეხვედრებიც მექნება. არ მაქვს განსაკუთრებული შეხვედრები დაგეგმილი იმიტომ, რომ გამომდინარე არჩევნების ვითარებიდან და საჩივრებიდან და .., მე არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, როდის წავიდოდი, - განაცხადა ბურჯანაძემ.