დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი და მისი ბიზნესპარტნიორი რიკ გეიტსი შინაპატიმრობაში აიყვანეს
სამართალი
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი და მისი ბიზნესპარტნიორი რიკ გეიტსი შინაპატიმრობაში აიყვანეს

      საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი და მისი საქმიანი პარტნიორი რიკ გეიტსი თავს დამნაშავედ არ ცნობენ მათთვის წაყენებული ბრალდებების 12 პუნქტიდან არცერთში, რომელთა შორისაა ფედერალური ლობირების შესახებ კანონის დარღვევა, ფულის გათეთრება და აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულება. ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ, შესაძლოა, მანაფორტმაც და გეიტსმაც ქვეყნის დატოვება სცადონ და გირაოს სახით, შესაბამისად, განუსაზღვრა 10 მლნ და 5 მლნ დოლარი. გირაოს თანხის შეტანამდე ისინი შინაპატიმრობაში დარჩებიან. გამოძიების ვერსიით, მანაფორტმა და გეიტსმა მილიონობით დოლარი დამალეს. ამტკიცებენ, რომ 2006-2015 წლებში მანაფორტი ფულს იღებდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისრეგიონთა პარტიისაგან. გადასახადების თავიდან ასაცილებლად, გამოძიების ვერსიით, ის ოფშორულ კომპანიებს იყენებდა - მათ ანგარიშებზე 75 მლნ დოლარზე მეტი ჩაირიცხა. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ მანაფორტმა 18 მილიონ დოლარზე მეტი „გაათეთრა“. აღნიშნულია, რომ რიკ გეიტსმა ოფშორულ ანგარიშებზე სამ მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხა.