ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა
პოლიტიკა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა

      საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ლიანდაგში სიმბოლურად ლურსმნები ჩააჭედეს, ისრები გადაიყვანეს და მემორიალური დაფა გახსნეს.
2017 წლის 30 ოქტმბერს ხუთი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს, ასევე, იმგზავრეს პირველი მატარებლით, რომელმაც ახლად გახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე გაიარა.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გაიმართა, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თურქეთის პრეზიდენტს, ყაზახეთის და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უმასპინძლა.