აქტუალური
ანალიტიკოსები ეროვნულ ბანკს ლარის კურსის ვარდნის გამომწვევი მიზეზების შესახებ განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებენ

      საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ექსპერტები ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესს მთავრობის არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ. ეროვნულ ბანკს, ვფიქრობ, მართებს განცხადების გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ რეალური აჟიოტაჟი და პანიკა არ გადაიზარდოს კიდევ უფრო უკონტროლო პროცესში, - აცხადებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.
სპეციალისტები მონეტარული პოლიტიკის ცვლილების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ეს არის ეროვნული ბანკის და მთავრობის შეცდომების ხარჯზე. ჩვენ რაც გვჭირდება, არის ის, რომ შევცვალოთ მონეტარული პოლიტიკა, ფუნქციონალურად გადავხედოთ იმას, თუ რა გვინდა მონეტარული პოლიტიკისგან და საერთოდ თუ გვინდა ეს მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ასე დაუდევრად აფათურებს ადამიანის ჯიბეებში ხელს, - განაცხადა პაატა შეშელიძემ.