უცხოეთი
პუტინმა მოსკოვში “გლოვის კედელი“ გახსნა

      საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. მოსკოვში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი „გლოვის კედელი“ გაიხსნა. მონუმენტის გახსნის ცერემონიალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის პატრიარქი კირილე დაესწრნენ.
"ამ დანაშაულს არანაირი გამართლება არ აქვს", - განაცხადა პუტინმა.
მონუმენტი კედელს წარმოადგენს, რომელზეც სხვადასხვა ენაზე წერია სიტყვა „გახსოვდეს“. მემორიალის გარშემო ტერიტორია მოპირკეთებულია ქვებით, რომლებიც „გულაგის“ ყოფილი ბანაკებიდან და ციხეებიდან ჩაიტანეს.
მოსკოვში მემორიალის გახსნა გააპროტესტა საბჭოთა დისიდენტებისა და ყოფილი პოლიტპატიმრების ჯგუფმა.
"ხელისუფლების ფარისევლობის მხარდაჭერა ამორალურია. არ შეიძლება იმ ხელისუფლების ღონისძიებებში მონაწილეობა, რომელიც სიტყვიერად წუხს საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლის გამო, საქმით კი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს და ქვეყანაში სამოქალაქო თავისუფლებებს ახშობს", - ნათქვამია ღია წერილში.

imedinews.ge