პოლიტიკა
მმართველი გუნდი ახლად მიღებულ კონსტიტუციაში 4 პუნქტის შეცვლას გეგმავს

      საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. კანონპროექტს ქართული ოცნება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ბონუსებისსისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლების მუხლის ჩასწორებას, საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების შეცვლასა და 2020 წლისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების დაშვებას აპირებს.
ამ ცვლილებებს ითხოვდა ოპოზიცია, ძირითადად, მათ მოთხოვნებით მიღებული ცვლილებებია. თუ უნდათ, მისცენ ხმა, თუ არ უნდათ - მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც შევპირდით ვენეციის კომისიას“, - განაცხადა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.