აქტუალური
ინციდენტი სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე - გამოცდილ სამხედრო მოსამსახურეს ხელის ამპუტაცია დასჭირდა

      საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. 33 წლის ჯარისკაცი ვალერი ჭანტურიძე ქუთაისში, რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს. ექიმის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია - მარცხენა მტევნის ამპუტაცია.
ავღანეთში რომ ყოფილიყო ან ცხინვალში, ხმას არ ამოვიღებდი. აგერ, უბრალო ადგილზე მიკლავდნენ შვილს და რა მოხდა ეს, ვერ გავიგე“, - აცხადებს სამხედროს დედა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვალერი ჭანტურიძე სამიზნე სროლებს ახორციელებდა და უეცარი სროლის შედეგად მარცხენა ხელის მტევანი დაიზიანა. დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
დაშავებული სამხედრო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 12 წელზე მეტია, მსახურობს, ის იმყოფებოდა ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მისიებში, ასევე ცხინვალში.