რელიგია
გუშინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვას ვერ დაესწრო.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, პატრიარქს სურდო აქვს და წირვა-ლოცვას ვერ დაესწრო, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუუარესდეს.პატრიარქი 5 თებერვალს ინგლისში მიემგზავრება და წასვლაში ხელი რომ არ შეეშალოს, სასწრაფოდ გამოჯანმრთელების მიზნით, თავი დაიზღვია.
სამების საკათედრო ტაძარში წირვა მეუფე იაკობმა აღავლინა და ერს პატრიარქის გამოჯანმრთელებისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.