უცხოეთი
საბერძნეთში საქართველოს 7 მოქალაქე ყაჩაღობისთვიის დააკავეს

      საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს 7 მოქალაქე დააკავა. მათ ათენის ერთ-ერთ უბანში 85 წლის ქალი გაძარცვეს, ხოლო შედეგ სცემეს და უთოთი აწამეს.
სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, დაკავებულები სხვა მსგავს დანაშაულებშიც არიან ეჭვმიტანილები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ საკონსულოში ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ შესულა.

imedinews.ge