უცხოეთი
ტრამპი რუსეთთან მისი ადმინისტრაციის წევრების კავშირის ბრალდებას ალქაჯებზე ნადირობას უწოდებს

      საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. დონალდ ტრამპი რუსეთთან მისი ადმინისტრაციის წევრების კავშირის ბრალდებას ალქაჯებზე ნადირობას უწოდებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი Twitter-ში წერს, რომ ყველა მსგავსი ბრალდება ყალბია და "რესპუბლიკურ პარტიას" ქმედებებისკენ მოუწოდებს.
დონალდ ტრამპის განცხადებები მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმად, რუსეთსა და მოქმედ პრეზიდენტთან დაახლოებულ პირებს შორის დანაშაულებრივი კავშირის ბრალდებით, პირველი დაპატიმრებები უახლოეს დღეებში დაიწყება.

rustavi2.ge