"ნათესავი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ეს ვეღარ და აღარ იქნება!“ - კახი კალაძე თბილისის მერიაში ატესტაციის ჩატარებას გეგმავს
საზოგადოება
"ნათესავი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ეს ვეღარ და აღარ იქნება!“ - კახი კალაძე თბილისის მერიაში ატესტაციის ჩატარებას გეგმავს

      საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი.არიან ადამიანები, ვინც პროფესიონალები და კომპეტენტურები არიან. ვიმოქმედებთ აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ღიად. არავის ვებრძვი. ჩატარდება ატესტაციები, ასევე, იქნება გარკვეული სამსახურების ცვლილებები. ბევრი სამსახური თავის უფლებამოსილებას ერთმანეთში კვეთენ. ჩვენთვის მთავარია პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და პატიოსნება.
საზოგადოებამ მე მომანიჭა ძალიან სერიოზული მანდატი - ვიყო ქალაქის მერი. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის. ხალხს აქვს ძალიან დიდი იმედი და მე შესაბამისად უნდა ვიმოქმედო, რომ იმედები არ გავუცრუო მოსახლეობას. მაქსიმუმს და ყველაფერს გავაკეთებ, დღე და ღამე ვიშრომებ იმისთვის, რომ არსებული რეალობა შევცვალო. ადამიანების სწორად გამოყენება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. არიან მერიაში კომპეტენტური ადამიანები, რომელთა კვალიფიცია ამ პროცესებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
ბევრი ახალი ადამიანი მოვა, თუმცა ნათესავი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ეს ვეღარ და აღარ იქნება“, - განაცხადა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ .