სამართალი
ციანიდი პატრიარქისთვის: დახურული სხდომის ოქმი არავისთვის გადამიცია! - ბესიკ ბუგიანიშვილი

      საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლე დაჰკითხეს. ბესიკ ბუგიანიშვილს სამართალდამცველებმა შეკითხვები დახურული სასამართლო პროცესებიდან გასაჯაროებული ჩანაწერების საქმეზე დაუსვეს. პროკურატურამ გამოძიება "რუსთავი 2"-ის ეთერში გასული იმ სიუჟეტის შემდეგ დაიწყო, სადაც შორენა თეთრუაშვილის სასამართლოზე ჩვენების ჩანაწერი გავიდა.
მე დასამალი არაფერი მქონდა პროკურატურისთვის, შეძლებისდაგვარად დავეხმარე ბრალდების მხარეს ჩემი ჩვენებით. მე მივეცი ჩვენება და განვუმარტე, რომ არავისთვის გადამიცია. დახურული სასამართლოს სხდომის ოქმთან წვდომა აქვს მხოლოდ მოსამართლეს, სხდომის მდივანს, ბრალდების და დაცვის მხარეს, ანუ იმ ხალხს, ვისაც ჰქონდა ოქმი გადაცემული", - განაცხადა ბუგიანიშვილმა.
მოსამართლე იმავე საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების მიერ პროკურატურისთვის ჩვენების მიცემაზე უარის თქმასაც გამოეხმაურა. "მე უბრალოდ მიკვირს, რომ დაცვის მხარემ ჩვენება არ მისცა, ეს რას ნიშნავს, ვერ ვხსნი. განმარტეს ასე, რომ ჩვენ არ ვაძლევთ ჩვენებას საკუთარი თავის წინააღმდეგ, ახლა დანარჩენი თქვენ მიხვდით, რას ნიშნავს, - აღნიშნა ბუგიანიშვილმა.