კახი კალაძე: “ცენტრალურ რაიონებში K2 კოეფიციენტის გაყიდვა არ უნდა მოხდეს” - თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეისწავლის
აქტუალური
კახი კალაძე: “ცენტრალურ რაიონებში K2 კოეფიციენტის გაყიდვა არ უნდა მოხდეს” - თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეისწავლის

      საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. გარდამავალ პერიოდში შეიქმნება სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური გეგმის პროექტს შეაფასებს - ამის შესახებ თბილისის ახალმა მერმა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ტრანზიციის პირობებში შევქმნით ჯგუფს, რომელშიც სხვადასხვა სპეციალისტი იქნება წარმოდგენილი. გამოვითხოვთ ამ დოკუმენტს და გვექნება ჩვენი შეფასებები. ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი არის კოეფიციენტების საკითხი. ჩვენ ვეთანხმებით მათ მოსაზრებას და იგივე მოსაზრება გვაქვს, რომ ცენტრალურ რაიონებში K2 კოეფიციენტის გაყიდვა არ უნდა მოხდეს. ეხლაც არის შეზღუდული და ეს მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება რაც შეიძლება მალე მოხდეს და ეს დოკუმენტი ყველანაირად იყოს გამართული. ეს იქნება ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია, რასაც დაეყრდნობა ქალაქის შემდგომი განვითარება. ქაოური განაშენიანების პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. ჩვენი მხრიდან ყველა შენიშვნა მიწოდებული იქნება გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის და ერთად გავივლით, თუ რისი გათვალისწინება იქნება შესაძლებელი“,  - აღნიშნა კახ კალაძემ