აქტუალური
ექსპერტები ეროვნული ვალუტის გაუფასურების რამდენიმე მიზეზზე ლაპარაკობენ

      საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. არჩევნების დასრულებასთან ერთად ლარის გაუფასურება გარკვეულწილად დამთხვევაც არის. უბრალოდ, არჩევნები იყო შემოდგომის მეორე ნახევარი და აქედან გამომდინარე. შეიძლება, რაღაც კავშირიც იყოს, რომ უფრო მეტი იყო არჩევნების წინ ეკონომიკური აქტიურობა, უფრო გაზრდილია ლარის მასა, 20%-ით უფრო მეტი ლარია ქვეყანაში, ვიდრე შარშან ამ დროს იყო. ასევე საზღვაო სეზონი, ფაქტობრივად, დასრულდა, იზრდება იმპორტი ოქტომბერ-ნოემბრიდან. ესენი უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია და ასევე მოლოდინები ჩამოაყალიბა იმან, რომ მესამე თუ მეოთხე წელია, იწყებს ლარი გაუფასურებას და მოსახლეობა შესაბამისად რეაგირებს“, - აცხადებს ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” მთავარი ეკონომისტი ბესიკ ნამჩავაძე.
ეს უკავშირდება ორ ფაქტორს. ერთი არის მოლოდინების ფაქტორი, რამაც გაზარდა მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, რამაც გამოიწვია ლარის იმაზე მეტად გაუფასურება, ვიდრე ლარის საბაზრო წონასწორობის წერტილია, და მეორე, უკვე ეს უკავშირდება ასევე საგარეო ფაქტორებს, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დღეებში დოლარის ინდექსი მყარდება. რაც იმას ნიშნავს, რომ დოლარი მყარდება მსოფლიოში ძირითად ვალუტებთან მიმართებაშიც“, - განაცხადა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა.