სამართალი
ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირული ორგანიზაცია და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი დღეს, 31 იანვარს, ორსაათიან გაფიცვას აწყობს.
საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, სპეციალური წერილი საგაფიცვო პროცედურის დაწყების შესახებ შპს "საქნახშირის" ხელმძღვანელებს წინასწარ გადაეგზავნათ. ორსაათიანი გაფიცვა შუადღეზე დაიწყება.
ტყიბულის მაღაროების თანამშრომლები ხელმძღვანელობას მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბური გაფიცვით იმუქრებიან.