პოლიტიკა
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი მოქალაქეები ეგვიპტიდან არ გამოჰყავს, ქართული ტურისტული კომპანიები დღესაც კი, ფულის სანაცვლოდ, სასაკლაოზე დამატებით 80 მოქალაქეს უშვებენ!

egvipteეგვიპტეში სამოქალაქო ომი გრძელდება. აშშ–ს, ევროპის ქვეყნებს, რუსეთსა და ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს საკუთარ მოქალაქეები ეგვიპტიდან გაჰყავთ და ამ მიზნით საგანგებო ავიარეისებიც დანიშნეს. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამის გაკეთებას არ აპირებს, საქართველოა. ამავე დროს, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც აცხადებენ, რომ ეგვიპტეში უკვე ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებიც გათიშულია, თუმცა, როგორც ჩანს, არც ეს ფაქტი აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეგვიპტიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციაზე ზრუნვა დაიწყოს.

ერთადერთი, ვინც მოქალაქეების დახმარების მზადყოფნა გამოთქვა, ავიაკომპანია „აირზენაა“, რომელიც საგარეო უწყებისგან შესაბამის თხოვნას ელის. როგორც საქინფორმს ავიაკომპანია „აირზენას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, „ჯერჯერობით დამატებითი რეისი არ დანიშნულა, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტროსგან კომპანიას შესაბამისი თხოვნა არ მიუღია“. „დღეს, 23:30 საათზე, ეგვიპტის მიმართულებით კიდევ ერთი ავიარესი შესრულდება, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში 80 ტურისტი გაემგზავრება, სამშობლოში კი ის ადამიანები დაბრუნდებიან, რომლებსაც ტურისტული ვიზა დაუმთავრდათ“, – განაცხადა გიორგობიანმა.

egvipte-2

ტურისტული კომპანიები კი კლიენტებს არათუ აბრუნებენ ქვეყანაში, არამედ თაღლითური გზით „შესანიშნავ დასვენებას“ სთავაზობენ და ეგვიპტის კურორტებზე ტურისტების ახალ–ახალ ნაკადს გზავნიან. დღეს შარმ ელ შეიხში დასასვენებლად 82 ქართველი მიემგზავრება. როგორც ჩანს, საკუთარი ფინანსური მიზნები მათ ყველაზე მაღლა აქვთ დაყენებული, რადგან, იმ შემთხვევაში, თუ ტურისტები საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნდებიან, მათთვის საგზურების შესაბამისი საფასურის დაბრუნება–კომპენსაცია მოუწევთ.

egvipte-5საქინფორმი ტურისტულ კომპანია „ვია თრეველს“ დაუკავშირდა, რადგან ის 80 მოქალაქე, რომელიც ამაღამ ეგვიპტეში მიფრინავს, სწორედ ამ კომპანიის კლიენტია. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიას მედიისთვის სათქმელი არაფერი აქვს – რამდენიმესაათიანი მცდელობის მიუხედავად, „ვია თრეველის“ ხელმძღვანელ ნინო ნამგალაძესთან დაკავშირება ვერ შევძელით, საინფორმაციო სამსახურში კი განგვიცხადეს, რომ ჩვენს კითხვებზე პასუხისთვის „კომპანიაში სხვა კომპეტენტური პირი არ არსებობს“. ჩვენ მიერ განხორციელებულ სატელეფონო ზარს კი ასე გამოეხმაურნენ: „დირექტორს არ სცალია და ჯერ ვერ დაგელაპარაკებათ. თუ თქვენი ინფორმაცია საჩქაროა, მაშინ ჩვენზე საერთოდ ნუ დაწერთ“.egvipte-6

სამწუხაროა, რომ „ვია თრეველის“ ხელმძღვანელობასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან ეგვიპტეში მიმდინარე დაძაბულობის ზრდის ფონზე, საკითხავია ისიც, როგორ შეძლებენ ჩვენი მოქალაქეები ტურისტული ვიზების ამოწურვის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნებას.

egvipte-7ალბათ, გადამეტება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ სიტუაციაში ყველაზე გაუგონარი საქართველოს ხელისუფლების საქციელია, რომელიც გასაკვირი იქნებოდა, რომ არა მისი დამოკიდებულება სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი საქართველოს 15 მოქალაქის მიმართ, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე, რადგან საახალწლო კონცერტების შემდეგ პრეზიდენტის ფონდს მათ გასათავისუფლებლად 1 მილიონი აღარ მორჩა.