უცხოეთი
სააკაშვილმა ღამე კარვების ქალაქში გაათენა

      საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ღამე უკრაინის რადას წინ არსებულ კარვების ქალაქში გაათენა.როგორც სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქზე ვიდეო მიმარტვაში აცხადებს. კარვების ქალაქში შეიკრიბნენ ადამიანები და ელოდებიან 7 ნოემბერს, როდესაც რადამ უნდა მიიღოს სამი დაპირებული კანონი იმისთვის,რომ გადაიდგას პირველი ნაბიჯები სისტემის შესაცვლელად.სააკაშვილი ამბობსა,რომ ის დღეს ლექცია-სემინარებს გამართავს მან ასევე მოუწოდა ხალხს, რომ ადგილობრივი დროით 19:00 საათზე რადასთან მივიდნენ.
კარვების ქალაქი რადასთან 17 ოქტომბრიდან არსებობს, პოროშენკოს განცხადებით, სააკაშვილს ორგანიზებულია ქცია ქვეყანაში დესტაბილიზაციის შეტანას ემსახურება, გენერალურმა პროკურატურამ კი სააკაშვილი გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. ლვოვის სააპელაციო სასამარტლომ კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დამნაშავედ სცნო.

pirveliradio.ge