საზოგადოება
როცა ათჯერ წააგებ არჩევნებს, ნამუსმა უნდა შეგაწუხოს! - ნიკოლოზ მჟავანაძე

      საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
არ შეიძლება მუდმივად შენი წარუმატებლობები ხალხს გადააბრალო. როცა ათჯერ წააგებ არჩევნებს ნამუსმა უნდა შეგაწუხოს და შენი თავიც უნდა დაადანაშაულო ამ ყველაფერში. გაკოტრებულო პოლიტიკოსებო უნდა მიხვდეთ რომ ქართველი ხალხის ვერდიქტი თქვენს მიმართაა: წადით სახლში, წერეთ მემუარები და ასპარეზი დაუთმეთ ახალ ძალებს. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უთხრა უარი სექტანტურ პარტია რესპუბლიკელებს, მაგრამ გადაივლის თუ არა არჩევნები მედია კვლავ დაიწყებს ურეიტინგო პარტიის ავადმყოფური იდეების პიარს და პროპაგანდას", - წერს მჟავანაძე.