სამართალი
ზაქარია ქუცნაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გამიყალბა! - თამაზ მეჭიაური

      საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი ერთმანეთს, - თიანეთის მერობის კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ მის წარმომადგენლებზე თავდასხმა დაშინების მცდელობა ყოფილიყო. მირეკავს ძალიან აღელვებული პიროვნება, აღმოჩნდა, რომ ის იყო ღვალაძე, იძახის, რომ თავს დაეხსნენ, მანქანა დაუწვეს. მე პატრულს მაშინვე დავურეკე. სწრაფად მოვიდნენ, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
ქართული ოცნების" იმ ნაწილმა გამიყალბა, უფრო ქუცაშვილთანაა საქმე. შეიძლება აქაც ეხმარებოდა ვინმე, მაგრამ თუ გადავხედავთ იმას, რომ "ქართული ოცნების" ნაწილმა მისგან გამიჯვნა უკვე დაიწყო და პრივატულში კიდევ უფრო ბევრმა, ვიდრე ოფიციალურად, აქ მისი გადარჩენის ინსტინქტი მუშაობს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ სიბინძურეში არის გასვრილი. თუ არ გაემიჯნებიან ქუცნაშვილს, მაშინ ჩავთვლი სამართლიანად, რომქართული ოცნებისკრებსითი სახე არის ქუცნაშვილი და ჩემთვის ნებისმიერი არის ქუცნაშვილი. შესაბამისად, ჩემი ურთიერთობა მათთან, როგორც მეგობებთან, შეწყდება, - განაცხადა მეჭიაურმა.