პოლიტიკა
ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს!

      საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ქუთაისსა და მარტვილში მერების არჩევნების მე-2 ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ, განაცხადეს პარტიის გენმდივანმა ნიკა მელიამ და ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.
ცესკოს მონაცემებით, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში. ენმ-ის კანდიდატები  მმართველი პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებს ქუთაისსა და მარტვილში უპირისპირდებიან, ყაზბეგში  „ქართული ოცნების“ კანდიდატს დემოკრატიული მოძრაობა — თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი უპირისპირდება, ბორჯომში „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი, ხოლო ხაშურსა და ოზურგეთშიდამოუკიდებელი კანდიდატები.
„„ნაცმოძრაობამ“ ბრძოლის სტანდარტული მეთოდებზე უარი თქვა. ჩვენ ბრძოლის ახალ მეთოდზე გადავდივართ, რომელიც კონსტიტუციით გათვალისწინებულ ყველა მეთოდს ითვალისწინებს“, — აღნიშნა ვაშაძემ.
საქართველოში არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს მოსახლეობამ  ქალაქებისა და რაიონების 64 მერი და 64 საკრებულოს დეპუტატები აირჩია. 58 ქალაქსა და რაიონში გამარჯვება მმართველმა პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ მოიპოვა.