საზოგადოება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

gza_vaziani_gomboriკახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. სოფელ გომბორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ნოშრე ნეკრესელაშვილის განცხადებით, გომბორის გზაზე მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები.

„დიდთოვლობის გამო ტრანპორტს მოძრაობა უჭირს. მოძრაობა აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილებისთვის, ასევე – 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისთვის. წუხელ საავტომობილო გზაზე ტექნიკური მარილი გაიშალა, მაგრამ, სანამ გზის გაწმენდითი სამუშაოები არ ჩატარდება, მდგომარეობა არ შეიცვლება,“ - აცხადებს ნეკრესელაშვილი.