აქტუალური
კახა კალაძე: მერის უფლებამოსილების განხორციელებას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შევუდგები

      საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინდა გამცნოთ, რომ კანონის თანახმად, მერის უფლებამოსილების განხორციელებას შევუდგები ნოემბრის მეორე ნახევრიდან, ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტრანზიციის დროს ჩვენ ნაკლები აქტიურობა გვექნება, პირიქით, გარდამავალ პერიოდში მოვემზადებით და ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რათა მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ აქტიურ საქმიანობას, პირდაპირ დავიწყოთ ჩვენი პროგრამის აღსრულება და თბილისის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა“, - განაცხადა არჩევნებში გამარჯვებულმა მერობის კანდიდატმა.
მერიაში იქნება რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები; უნდა აღინიშნოს, რომ დღესაც ძალიან ბევრი კომპენტენტური ადამიანი მუშაობს ამ სტრუქტურაში და მაქსიმალურად შევეცდებით, ქალაქის საკეთილდღეოდ ყველას პროფესიონალიზმი იქნეს გამოყენებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.