საზოგადოება
პუტინი: „ჩვენ 50-იან წლებში არ ვბრუნდებით. 50-იან წლებში ჩვენს დაბრუნებას ცდილობენ!“

      საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლიდან საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაი-2017“-ის XIV სესიის პლენარულ შემაჯამებელ სხდომაზე სოჭში, 2017 წლის 20 ოქტომბერს:
„ჩვენ ცალმხრივად გავანადგურეთ ყველა ქიმიური იარაღი, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა კი თქვეს: არა, ჯერ ამას არ გავაკეთებთ - ფული არ გვაქვს. მათ ფული არა აქვთ!.. იქ საბეჭდი დაზგა ბეჭდავს დოლარებს და ფული არა აქვთ! ჩვენ კი - გვაქვს...
ჩვენ შევიმუშავეთ ახალი საწვავის სქემა. ესეც ფული ღირს, ძალისხმევა სჭირდება, ეს ყველაფერი ხომ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს. ავაშენეთ რეაქტორი, მოველაპარაკეთ ამერიკელებს, როგორ უნდა გავანადგუროთ. არა, მათ პარტნიორულ დონეზე არც კი გაგვაფრთხილეს, რომ ცალმხრივად არღვევენ ამ მოლაპარაკებას.
ასე არ ხდება, მისმინეთ. მერე ეს პლუტონიუმი შეიძლება ისევ საბრძოლო მდგომარეობაში დავაბრუნოთ. ჩვენ არ გამოვსულვართ ან შეთანხმებებიდან, მხოლოდ შევაჩერეთ, ჩვენი პარტნიორებისაგან რეალური და ასეთი შემთხვევებისათვის ნორმალური რეაქციის მოლოდინში. ვიმედოვნებთ, ისინი დაუბრუნდებიან ამ მოლაპარაკების პროცესს.
სხვათაშორის, ჩვენი მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციისას მთავარმა კონსტრუქტორმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რადგან ჩათვალა, რომ ეს საკუთარი ქვეყნის ღალატი იყო. აშშ-ს კი დარჩა როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ბაზირების რაკეტები. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ბაზირების რაკეტები. თუკი ეს ვინმეს არ მოსწონს და სურვილი აქვს, მოლაპარაკებიდან საერთოდ გამოვიდეს - ამერიკელ პარტნიორებს - ჩვენი მხრიდან პასუხი მყისიერი იქნება, მინდა ამის შესახებ გითხრათ და გაგაფრთხილოთ - მყისიერი და სარკისებური“.