სამართალი
51.06%: კახა კალაძე თბილისის მერია

      საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ცესკოს მონაცემებით, დათვლილია თბილისის ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები. ხმათა უმრავლესობით, 51.06%-ით ქართული ოცნების მერობის კანდიდატი კახა კალაძე დედაქალაქის მერი ხდება და თბილისში მე-2 ტური არ ჩატარდება.
თბილისის 737-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები დათვლილია და კალაძემ დედაქალაქის მასშტაბით ყველაზე მეტი ხმა - 29 171 (52,43%) საბურთალოს ოლქში მიიღო. ყველაზე ნაკლები - 9 252 (54,66%) - კრწანისის ოლქში.
დანარჩენ ოლქებში კი ხმები ასე გადანაწილდა:
მთაწმინდა - 11 691 (52,91%)
ვაკე - 23 280 (51,74%)
ისანი - 18 330 (50,04%)
სამგორი - 14 662 (50,46%)
ჩუღურეთი - 13 188 (53,41%)
დიდუბე - 16 823 (54,37%)
ნაძალადევი 26 799 (50,68%)
გლდანი 20 209 (47,06%).