აქტუალური
დედაქალაქის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული სიით არჩეული 15 დეპუტატი ჰყავს

      საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საქართველოში პროპორციული არჩევნების შედეგი ასეთია:
ევროპული საქართველო“ – 10,26 % (112 683 ხმა);
ნაციონალური მოძრაობა - 17,04% (187 049 ხმა);
პატრიოტთა ალიანსი - 6,34 % (69 632 ხმა);
ქართული ოცნება - 55,76% (612 208 ხმა).
პროპორციულ ნაწილში მიღებული ხმებიდან გამომდინარე, მანდატების დათვლის ფორმულა, დედაქალაქის მსგავსად, მუნიციპალიტეტებშიც იგივეა. განსხვავება არის ის, რომ რეგიონების შემთხვევაში, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 15 მანდატზე და იყოფა ყველა იმ პარტიის მიერ მიღებული ხმების საერთო ჯამზე, რომლებმაც 4%-იანი ბარიერი გადალახეს. შესაბამისად, თბილისის გარდა, ოთხ თვითმმართველ ქალაქსა და 59 მუნიციპალიტეტში საკრებულოებში პროპორციული სიით
ქართულ ოცნებასეყოლება 9 დეპუტატი;
ევროპული საქართველო“ – 1 დეპუტატი;
ნაციონალური მოძრაობა - 2 დეპუტატი;
პატრიოტთა ალიანსი - ერთი დეპუტატი.
დარჩენილი ორი მანდატი იმ პარტიებს შორის გადანაწილდება, რომელთაც, საბოლოო შედეგების მიხედვით, შესაბამისი ფორმულით გამოთვლისას უფრო მაღალი წილადები დარჩებათ.
დედაქალაქის გარდა, ოთხი თვითმმართველი ქალაქისა და 59 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში, არჩევნების პროპორციული სიით შესული დეპუტატების გარდა, მაჟორიტარებიც იქნებიან, რომელთა რაოდენობა ოლქის სიდიდესა და ამომრჩეველთა ოდენობაზეა დამოკიდებული.