სამართალი
ეკა ბესელია გარდაცვლილი პატიმრის საქმის გამოძიებას ითხოვს

eka_beseliaსაზოგადოებრივი მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია 27 იანვარს ქალთა საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმრის - ბელა გონაშვილის საქმის გამოძიებას ითხოვს.

ეკა ბესელიას განცხადებით, სიმსივნით დაავადებული ბელა გონაშვილის ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში მის გათავისუფლებასა და სათანადო მკურნალობის ჩატარებას ითხოვდა, თუმცა მძიმე ავადმყოფი არც გაათავისუფლეს და არც სპეციალიზირებულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. უყურადღებო, გულგრილმა და არაადამიანურმა და დანაშაულებრივმა დამოკიდებულებამ გამოიწვია მსჯავრდებულის გარდაცვალება. მოვითხოვთ ბელა გონაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ჩატარებას და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დასჯას,“ - განაცხადეს ორგანიზაციაში და აღნიშნეს, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.