სამართალი
ვინ შეცვლის უჩა ნანუაშვილს - თამარ ქალდანი თუ სოფო ჯაფარიძე?

      საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. 2017 წლის დეკემბერში სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მიუხედავად იმისა, რომ „სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმით, ომბუდსმენის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება ზედიზედ ორჯერ აირჩეს, „ქართული ოცნება“ უჩა ნანუაშვილის კანდიდატურის წარდგენას აღარ აპირებს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“  ორ კანდიდატს - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანს (პარლამენტის კანდიდატურა) და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძეს (მთავრობის კანდიდატი) განიხილავს.
სავარაუდო კანდიდატებს მედიასთან კომენტარი იმასთან დაკავშირებით, დაიწყო თუ არა მათთან კონსულტაციები, არ გაუკეთებიათ.
საქართველოს სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთი წლის ვადით, სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით ირჩევს.