უცხოეთი
ლიტვის პრეზიდენტი „სამხედრო შენგენის ზონის“ შექმნის ინიციატივით გამოდის

      საქართველო, 20 ოქტომბერი. საქინფორმი. ლიტვის პრეზიდენტი ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე „სამხედრო შენგენის ზონის“ შექმნის ინიციატივით გამოვა.
„სამხედრო სფეროში თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს. საერთაშორისო კრიზისებზე რეაგირება უფრო სწრაფი უნდა გახდეს. ჩვენ მესამე ქვეყნებთან უფრო აქტიურად უნდა ვიმუშავოთ. რუსეთის ჯარის გახშირებული წვრთნების ფონზე ჩვენ სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამარტივება, ე.წ. სამხედრო შენგენი გვჭირდება“, - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.
ევროკავშირის სამიტი ბელგიის დედაქალაქში ხვალ დაიწყება.

pirveliradio.ge