უცხოეთი
ავღანეთში, სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 43 ჯარისკაცი დაიღუპა

      საქართველო, 20 ოქტომბერი. საქინფორმი. ავღანეთში, სამხედრო ბაზასთან მომხდარი აფეთქების შედეგად 43 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 9 დაშავდა. თავდასხმა ოთხშაბათს საღამოს მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Tolo News-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ყანდაღარში, Humvee-ს სამხედრო ბაზაზე მანქანებში თავი აიფეთქეს. თავდასხმის დროს ბაზაზე 60 ჯარისკაცი იმყოფებოდა.
ტელეკომპანია 1TV-ს ინფორმაციით, ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმის ფაქტი დაადასტურა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო.
ამასთან, „თალიბანმა“ სამხედრო ბაზის აღება ვერ მოახერხა. შეტაკებების დროს კოალიციის ძალებმა დაჯგუფების პოზიციები დაბომბეს, რის შედეგადაც 10 თალიბი დაიღუპა.

imedinews.ge