რელიგია
ჩვენი სულიერი შვილები არიან ქართველებიც, აფხაზებიც და სხვანი მკვიდრნი აფხაზეთისა! - ილია მეორე

      საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის ახლობლებს მიუსამძიმრა. მან დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
ჩვენ აღვავლენთ ლოცვას ჩვენი გმირებისთვის, ჩვენ აღვავლენთ ლოცვას არა მარტო ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვის. ჩვენი სულიერი შვილები არიან ქართველებიც და აფხაზებიც და სხვანი მკვიდრნი აფხაზეთისა. ის ძმობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის, იმ ძმობას ვერავინ დაარღვევსჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რათა დააწესოს ღმერთმა სული მათი, სადაცა მართალნი განისვენებენ. ღმერთმა დალოცოს და აცხოვნოს მათი სული“, - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.
აფხაზეთის ომის გმირებ გარდაცვალებიდან 24 წლის შემდეგ გუშინ დაკრძალეს.