პოლიტიკა
რუსეთმა საქართველო დამოუკიდებლობის გზის არჩევის გამო დასაჯა! - მარგველაშვილი

      საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია "Дождь"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. რუსეთმა გადადგა ნაბიჯი საქართველოს ოკუპაციისკენ. რუსეთმა გადაწყვიტა, არა მხოლოდ მოეხდინა საქართველოს ნაწილის ოკუპაცია, არამედ გამოეცხადებინა ეს რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს არის ისტორიული ანომალია და უსამართლობა. ჩვენ ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება და ამ რეალობაში უნდა განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება და უნდა შევეცადოთ, ყველაფერი ეს მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ. ჩვენ დავისაჯეთ, რადგან გადავწყვიტეთ, ვიყოთ დამოუკიდებლები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდზეც ილაპარაკა. "რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს. მან რეალურად დაამარცხა კორუფცია, ეს ფაქტია. მან შექმნა სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ეფექტურად დღემდე მუშაობს. თუმცა, ეს მოქალაქეებისა და მასმედიის უფლებების დარღვევის ხარჯზე მოხდა და ესეც ფაქტია. შესაბამისად, ქართველმა ხალხმა ამ ფაქტებზე რეაგირება მოახდინა. მისი მთავრობა ჩვენი მთავრობით, “ქართული ოცნებითშეიცვალა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.