რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რა არის ქართველი პოლიტიკოსების მთავარი შეცდომა

      როგორც ცნობილია, საქართველო რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს ესაზღვრება. კასპიისპირეთის სახელმწიფოებს რუსეთსა და აზერბაიჯანს მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთთან კასპიის ზღვის სიმდიდრე და მაგისტრალური მილსადენები, რომლებიც, მათ შორის, საქართველოზეც გადის. სომხეთი, სადაც მხოლოდ აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის და საქართველოს გავლით შეიძლება მოხვედრა, რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობისთვის გეოპოლიტიკურად განწირულია. ხოლო თურქეთთან მეგობრობის აღდგენით რუსეთმა დაამთავრა თავისი პარტნიორებით საქართველოსთვის ალყის შემორტყმა.  
2017 წლის 28 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვიზიტმა თურქეთის რესპუბლიკაში პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიწვევით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პოლიტიკაში მარადიული მეგობრები და მტრები არ არსებობენ - მუდმივი მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებია, რისი გაგებაც საქართველოს ხელისუფლებას არაფრით უნდა. საქართველოს ხელისუფლება თითქოს ვერც კი ამჩნევს, რომ  ჯერ კიდევ 2 წლის წინ თურქეთი რუსეთის სამხედრო ბომბდამშენი ჩამოაგდო, ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებით მომარაგების შუალედური პუნქტი იყო, სირიიდან კონტრაბანდული ნავთობით და ფასდაუდებელი არტეფაქტებით ვაჭრობდა, დღეს კი იქ დეესკალაციის ზონების შექმნის ინიციატორი და რუსეთის მეგობარი გახდა, რომელმაც განვადებით მიჰყიდა მას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები С-400 „ტრიუმფი“ და რომელთან ვაჭრობისა და ტურიზმის დონემ სანქციებამდე არსებულ დონეს გადააჭარბა.
იგივე ამბავია საუდის არაბეთთან დაკავშირებით, რომელიც 2017 წლის 4 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინის მიწვევით რუსეთში მეფე სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდის პირველი ვიზიტისას მტრიდან სტრატეგიულ მეგობრად გადაიქცა, რომელსაც, ისევე, როგორც თურქეთს,  ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები С-400 „ტრიუმფი“ მიჰყიდეს, რომელთანაც მრავალმილიარდიან კონტრაქტებს მოაწერეს ხელი და ნავთობისა და სირიის შესახებაც მოილაპარაკეს.  
რუსეთის მეგობრების პირველი წრის“ - თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი - შემდეგ, რომლებითაც საქართველოა გარემოცული, მას გარს აკრავს რუსეთის პარტნიორების მეორე წრე, რომლებსაც საქართველო უშუალოდ არ ესაზღვრება - ჩინეთი, კასპიისპირა ირანი, ყაზახეთი, სირია და ახლა კიდევ საუდის არაბეთიც.
საქართველოშიც ჩვენ ვხედავთ თანამედროვე მიგრანტებს, რომელთა რაოდენობა მალე უფრო მეტი იქნება, ვიდრე ავტოქტონური მოსახლეობის - ეს ისევ თურქები, ირანელები, ჩინელები და სირიელები არიან. ბუნებისა და კლიმატის გარდა, საქართველოში მათ იზიდავს ის, თუ რა ადვილად შეიძლება აქ ცხოვრება და ბიზნესის კეთება, მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის ნახევარი საზღვარგარეთ არის წასული, რათა მძიმე შრომით მოიპოვოს ლუკმაპური თავისთვის და ახლობლებისთვის…
და ვის ეკუთვნის  საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული ობიექტები და ბიზნესი, მათ შორის - ენერგეტიკის სფეროში? რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს ჩინეთს, რომელსაც ორი კვირის წინ სტრატეგიული საზღვაო პორტის - ფოთის ინდუსტრიული ზონის 75% მიჰყიდეს! ზედმეტი არ იქნება შეგახსენოთ, რომ მთელი იმპორტი საქართველოში ასევე ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ხორციელდება, აგრეთვე მრავალმილიარდიანი პერსპექტიული პროექტები და ინვესტიციები საუდის არაბეთიდან.  
და კიდევ, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ორი ძირითადი მუხლი: 1 - ტურიზმი, რომელიც უპირატესად რუსეთიდან, და ასევე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული ტურისტების ხარჯზე ყვავის; 2 - ქართული ღვინის, მინერალური წყლების და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი რუსეთში.  
მაშ ასე, სახეზეა პარადოქსი: ყველა ზემოჩამოთვლილი ქვეყანა, გარდა იმისა, რომ რუსეთის მეგობარი და პარტნიორია, საქართველოს მეგობარი და პარტნიორიცაა, რომლის ხელისუფლებაც საქართველოს მოსაზღვრე რუსეთს... მტრად მიიჩნევს, მაგრამ იმავე დროს მასთან ერთად მომგებიან ბიზნესს ეწევა ენერგეტიკის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში! გამოდის, რომ ჩემი მტრის მეგობარი ჩემი მეგობარია?! მსოფლიოში კიდევ სად ჰყავთმტრებსამდენი საერთო მეგობარი, რამდენიც საქართველოს და რუსეთს?!
და თუ ასეა, როდემდე უნდა შეინარჩუნოს საქართველოს ხელისუფლებამ  სტატუს-კვორუსეთი - მტერია“, თუკი, რა თქმა უნდა, საქართველო საკუთარი საგარეო პოლიტიკის მქონე დამოუკიდებელი ქვეყანაა და არა - დასავლეთის პროტექტორატი, და თუ საქართველოს ხელისუფლებაში ქართველი პოლიტიკოსები არიან და არა - ამერიკული ინსტრუქციების მორჩილი შემსრულებლები?  საინტერესოა - რა ურჩია ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა 2017 წლის 19 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში შეხვედრის დროს? ალბათ, ის, რომ უნდა ეცადოს გუშინდელი მტრების მეგობრებად გადაქცევას, როგორც ამას პუტინი აკეთებს, იმიტომ რომ პოლიტიკაში მუდმივი მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებია, და არა მეგობრები და მტრები! იქნებ ამიტომაც იყო კვირიკაშვილისა და კისინჯერის შეხვედრა ერთადერთი, რომლის დეტალები არ შეგვატყობინეს - მხოლოდ საქართველოს პრემიერის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე რამდენიმე ფოტოთი შემოიფარგლნენ.  
გასულ პარასკევს კი თურქეთმა მორიგჯერ დაამტკიცა, რონ პოლიტიკაში არ შეიძლება, მუდმივი მეგობრობის ან მტრობის გვჯეროდეს - 13 ოქტომბერს ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ თურქეთის ნავსადგურები არ მიიღებენ ყირიმის ნავსადგურებიდან ნებისმიერი დროშის ქვეშ მოსულ ხომალდებს. ეს, უეჭველია, 9 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის კიევში ვიზიტის შედეგია, სადაც იგი სახალხოდ დაჰპირდა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, რომ ანკარა მომავალშიც მხარს დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო ყირიმის რუსეთთან მიერთებას ანექსია უწოდა.  
სხვა საკითხია - ერდოღანის ახალი ანტირუსული მინი-დემარში, რომელსაც რუსეთი „უყურადღებოდ“ არ დატოვებს, იყო თუ არა ნაკარნახევი თურქეთის სახელმწიფო ინტერესებით? არა მგონია, საეჭვო დივიდენდებმა, რომლებსაც პოროშენკო უეჭველად დაჰპირდა სანაცვლოდ ერდოღანს, გადაწონონ სიკეთეები, რაც ცოტა ხნის წინ აღდგენილ რუსეთ-თურქეთის პარტნიორობას მოაქვს.  
აქ სახასიათოა თავად ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ თავის პრეზიდენტობასა და სიცოცხლეს ერდოღანი პუტინს უნდა უმადლოდეს, რომელმაც გიულენის პუტჩის დროს ტელეფონით გააფრთხილა, რომ მისკენ უკვე მიფრინავდა აჯანყებულთა სპეცჯგუფი; მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანმა 2016 წლის მაისში ბოდიში მოუხადა პუტინს ჩამოგდებული Су-24М-ის გამო, ხოლო მაისშისიხარულით გადაუფრინა ზღვას, რათა მეგობარს“ - პუტინს სოჭში შეხვედროდა, მიუხედავად ყოველივე ამისა, ერდოღანი ინარჩუნებს თურქეთის საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლობას! საქართველოს ხელისუფლება კი, აგერ უკვე 13 წელია, მონურ ერთგულებას ინარჩუნებს№1 სტრატეგიული პარტნიორის“ - აშშ-ის მიმართ, უკან მოუხედავად მისდევს ქართული სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოუალტერნატივო ევროატლანტიკურ კურსსდა გზადაგზა კარგავს ტერიტორიებს და საკუთარ მოქალაქეებს - როგორც ამ ტერიტორიებზე, ისე ემიგრაციაში.
რა არის საქართველოს ხელისუფლების, ქვეყნის საგარეო კურსზე პასუხისმგებელი თანამდებობისთვის შეუფერებელი ქართველი პოლიტიკოსების ამგვარი დაკომპლექსების მიზეზი? ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი დილეტანტობა და პროვინციალიზმი მხოლოდ გულწრფელი შეცდომის და მეგობრების არჩევაში განურჩევლობის ბრალია. ნუთუ ეს მათი რუსოფობია კარიერიზმზე და კონფორმიზმზე დამყარებული შეგნებული ღალატის შედეგია?! ჩვეულებრივ, ასეთ შეკითხვებზე პასუხები მეტისმეტად გვიან ხდება ცნობილი, როცა რაიმეს შეცვლა უკვე ძალიან ძნელი ან შეუძლებელია...  
არადა, ქართველ ხელისუფალთ სულაც არ მოეთხოვებათ, შეიყვარონ პუტინი, როგორც ღმერთი ან მოყვასი - მთელი გულით და ვითარცა თავი თვისი! ლაპარაკია სულ მცირედზე - დიდ ჩრდილოელ მეზობელთან - რუსეთთან, რომელიც ჩვენი ტერიტორიების 22%-ს აკონტროლებს -  პარტნიორობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის იქნეს გამოყენებული, რისი გაკეთებაც საქართველოს დე იურე ხელისუფლებას არ სურს და არც შეუძლია.
ასეა თუ ისე, სწორედ ამ პოლიტიკურ პრიმიტივიზმშია სახელისუფლებო  
„ქართველ პოლიტიკოსთა“ მთავარი შეცდომა.

   


საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 17 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი, საქინფორმი