სამართალი
საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა

      საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთ თვეში კომისიამ სულ 1 604 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.
"226 პირია შეწყალებული, მათ შორის 13 ქალი და 2 არასრულწლოვანია. 141 ადამიანი დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. აღსანიშნავია, რომ შეწყალებულთა შორის ერთს უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მან 18 წელი მოიხადა და რამდენიმე წელში დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას", - განაცხადა ზვაიდ ქორიძემ.