აქტუალური
მეუფე სერაფიმე მონასტერში მიდის, მეუფე ექვთიმეს მღვდელმსახურება აღუდგა - სინოდის სხდომა

      საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. სინოდის სხდომაზე მეუფე სერაფიმემ მონასტერში წასვლა ითხოვა, თუმცა მღვდელმთავრის წოდება შეუნარჩუნდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსთავის მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, ამ მომენტისათვის უცნობია, თუ რომელ მონასტერში იცხოვრებს მეუფე სერაფიმე, ამას იგი თვითონ გადაწყვეტს.
რუსთავის მიტროპოლიტის ინფორმაციით, გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ექვთიმეს მღვდელმსახურება აღუდგა.
სასამართლომ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ის იყო უდანაშაულო. იქ ცოტა სხვა სიტუაცია იყო. უბრალოდ, მეუფემ თავის თავზე აიღო. ამიტომ მას აღუდგა მღვდელმსახურება“, - განაცხადა მეუფე იოანემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში.
მეუფე ექვთიმესთვის მღვდელმსახურების შეწყვეტა ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდებოდა.