საზოგადოება
სოფელ ნუკრიანს მგლები შეესია

wolfsსიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანის მოსახლეობა მტაცებლებისგან ადამიანებისა და საქონლის დასაცავად ადგილობრივი ხელისუფლებისგან ტყვია-წამლის დარიგებას ან მონადირეთა ჯგუფის შექმნას მოითხოვს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მგლები სოფელს თავს ხშირად ესხმიან, რასაც ნუკრიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ნუგზარ ნადირაშვილიც ადასტურებს.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტი გუშინ დაფიქსირდა. მგლებმა ნუკრიანის მკვიდრის ლევან მათეშვილის ფერმაში 2 ძროხა დაგლიჯეს.