აქტუალური
"ირაკლი კობახიძე ძალიან კომპეტენტურია, ვაფასებ მის დამოკიდებულებას და შრომას!" - ჯანი ბუკიკიო

      საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ეს გაცხადება ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ "1 tv"-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. "ვენეციის კომიიის ისტორიაში პირველი შემთხვევააა, როდესაც ითქვა, რომ ჩვენი რეკომენდაციების გარეშე ცვლილებების მიღება არ მოხდებოდა. მე ვაფასებ ირაკლი კობახიძის ამ პოზიციას და მიდგომას. ეს დაპირება ვენეციის კომისიისთვის გამონაკლისი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გულწრფელი იყო, რასაც ვაფასებ. მე სხდომაზეც მადლობა გადავუხადე მას გაწეული საქმიანობისთვის და ყველა მცდელობისთვის", - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.
ცნობისთვის: გასულ პარასკევს ვენეციის კომისიის პლენარულ სესიაზე საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით დასკვნა დაამტკიცეს. დასკვნითი ნაწილი 22 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი ვერსიისგან თითქმის არ განსხვავდება. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია, თუმცა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, რომელიც ასევე ესწრებოდა სესიას, აცხადებს, რომ ხარვეზების გამოსასწორებლად დრო ჯერ კიდევ რჩება. 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო, თუმცა ქვეყანა ახლა პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. უმრავლესობა ვეტოს დაძლევას გეგმავს.