სამართალი
თურქეთის ხელისუფლებამ სტამბოლში აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელი დააკავა, რომელიც ფეთჰულა გიულენთან კავშირშია ეჭვმიტანილი

      საქართველო, 6 ოქტომბერი. საქინფორმი. თურქეთის სახელმწიფო საიფორმაციო სააგენტოს Anadolu-ს ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ სტამბოლში აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელი დააკავა, რომელიც ფეთჰულა გიულენთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
სააგენტოს ცნობით, დაკავებული თურქეთის მოქალაქე მეთინ თოფუზია, რომელსაც ბრალად ედება ჯაშუშობა, ასევე კონსტიტუციური წესრიგისა და მთავრობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორად მიიჩნევს.