საზოგადოება
თბილისის პროკურატურაში „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების, სამშენებლო კომპანია m2-ის, “ცენტრ პოინტისა“ და პროკურატურის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

      საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც პირველ არხს პროკურორმა ზვიად გუმბერიძემ განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე დაზარალებულებმა m2-სგან კონკრეტული შეთავაზებები მოისმინეს."გაიმართა შეხვედრა "ცენტრ პოინტის" დაზარალებულებს, m2-ისა და "ცენტრ პოინტის" წარმომადგენლებს შორის. იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. რაც შეეხება კონკრეტიკას, დაზარალებულებმა მოისმინეს ინვესტორისგან შეთავაზება, რომელიც შეიძლება შემოვიდეს საქმეში. დაზარალებულების მხრიდან დასაზუტებელი იქნება, არიან თუ არა თანახმა შეთავაზებებზე, რი შემდგომაც ბრალდების მხარე იმსჯელებს მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხზე", - აღნიშნა გუმბერიძემ.