სამართალი
ე.წ. „ციანიდის საქმის“ მასალების გასაჯაროების საქმეზე პროკურატურაში, შესაძლოა, მედიის წარმომადგენლები დაიბარონ

      საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ჟურნალისტები, რომლებმაც ციანიდის საქმიდან რამდენიმე სკანდალური ჩანაწერი ექსკლუზიურად გაასაჯაროვეს, პროკურატურაში დაბარების შემთხვევაში წყაროს დასახელებას არ აპირებენ. ეს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ „პირველ რადიოსთან“ საუბრისას განაცხადა. 
საქართველოს მთავარი პროკურატურიდან სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში შეტყობინება არ შემოსულა და ამ დრომდე დაკითხვაზე არავინ დაუბარებიათ. მთავარი პროკურატურისთვისაც კარგად არის ცნობილი კანონის ის დათქმა, რომლიც ჟურნალისტებს არ ავალდებულებს, გათქვან წყარო. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ დაცული კანონით და არ ვაპირებთ, გავთქვათ წყარო, რომელიც გვაწვდიდა ამ მასალებს. იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიცავთ წყაროს კონფიდენციალურობას, არა მარტო ამ, ყველა სხვა შემთხვევაშიც, - ამბობს მელაძე.