სამართალი
ქარდავა: „გამოვიყენებთ წყაროს გაუთქმელობის უფლებას" – „ციანიდის საქმე"და ჟურნალისტები

      საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. ე.წ. „ციანიდის საქმის“ მასალების გასაჯაროების საქმეზე პროკურატურაში, შესაძლოა, მედიის წარმომადგენლები დაიბარონ. „tv pirveli"-ს ჟურნალისტები, რომლებმაც ციანიდის საქმიდან ერთ-ერთი ჩანაწერი განაჩენის გამოცხადების შემდეგ გაასაჯაროვეს, პროკურატურაში დაბარების შემთხვევაში გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებენ, თუმცა წყაროს გაუთქმელობის უფლებას გამოიყენებენ.
ამ დრომდე არ მიგვიღია შეტყობინება, რომ დაბარებულები ვართ მთავარ პროკურატურაში. დაბარების შემთხვევაში ვითანამრომლებთ გამოძიებასთან, თუმცა გამოვიყენებთ წყაროს გაუთქმელობის უფლებას", - განაცხადა „ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკა ქარდავამ „პირველ რადიოსთან" საუბრისას.