პუბლიკაციები
ნიკოლოზ მჟავანაძე: თბილისს სჭირდება თაბორის მთაზე რეკრეაციული ზონა!

      საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
 „მივმართავ ნაცმოძრაობას და მის სატელიტებს: საქართველოს მოსახლეობისთვის სავსებით გასაგებია რატომ გაღიზიანებთ ყველაფერი ის რაც დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან. ვერ ინელებთ რომ მან დაამარცხა თქვენი 9 წლიანი დიქტატურა, მან ჩაუყარა ქვეყნის აღმშენებლობას საფუძველი რომელსაც თქვენ თავზე მიიწერთ. მის გაკეთებულ ობიექტებს ურცხვად ხსნიდა თქვენი სულიერი ლიდერი და არ ამბობდა რეალურად ვისი გაკეთებული იყო. დიახ, თბილისს სჭირდება თაბორის მთაზე რეკრეაციული ზონა და პუშკინის სკვერში მიწისქვეშა საპარკინგე ადგილები, რადგან თაბორის მთაზე კეთდება, თბილისში ყველაზე დიდი 40 ჰა-იანი სარეკრეაციო სივრცე. პარკი, რომელშიც განთავსებული იქნება ხელოვნური ტბა, გოლფის მოედანი, ჩოგბურთის კორტები, ველობილიკები და ა.შ. ეს იქნება თბილისის ყველაზე დიდი პარკი, რომლის მსგავსი რეკრეაციული სივრცეც აქამდე არ შექმნილა. პუშკინის სკვერში გაკეთებული მიწისქვეშა საპარკინგე ადგილები კი განმუხტავს საცობებს და შექმნის თავისუფალ სივრცეებს.
 ზოგიერთი ნამუსგარეცხილს და უთავმოყვერეოს კი შევახსენებ იმ მცირე ჩამონათვალს რაც ივანიშვილმა უანგაროდ გააკეთა საქართველოსთვის:
1.სამების ტაძარი;
2.540
ეკლესია-მონასტერი;
3.
სახლ-მუზეუმები;
4.
ეროვნული ბიბლიოთეკა;
5.
უნივერსიტეტის პირველი კორპუსი;
6.
თეატრების რემონტი;
7.
მსახიობების ხელფასით უზრუნველყოფა;
8.
დიდი საკონცერტო დარბაზი ფილარმონია;
9.
სკოლების რეაბილიტაცია მთელ საქართველოში;
10.
პრომეთეს მღვიმე;
11.
ბათუმის დელფინარიუმი;
12.
ბათუმის ეშმაკის ბორბალი;
13.
ბათუმის ზოოპარკი;
14.
ბოტანიკური ბაღი;
15.
გასართობი ცენტრი "ციცინათელა"
16.
სიღნაღი;
17.
ბაკურიანის საბაგირო გზა;
18.
ყველაფერი საჩხერის ირგვლივ;
19.
გორი-ჭიათურა-ზესტაფონი ტრასის ასფალტიზაცია;
20.
თბილისი ხაშურის ავტობანის თანადაფინანსება;
21.
ქუთაისის ძველი უბნის რეაბილიტაცია;
22.
საპატრულოს ავტომობილები;
23.
საჩხერის და გორის სამხედრო ბაზები;
24.
ყველა სარაგბო სტადიონი;
25.
რაგბის ნაკრების დასპონსორება;
26.
საფეხბურთო ცენტრი "ბასა";
27.
თბილისის კანალიზაცია;
28.
ჯიღაურას სანერგე მეურნეობა
29.
შეკვეთილის საკონცერტო დარბაზი", - წერს მჟავანაძე.