სამართალი
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები (2017 წელი, სექტემბერი)

      საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2017 წლის სექტემბრის თვე 763 729 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 20,9 %-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 822 835 ვიზიტი განხორციელდა, რაც 19,2%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 783 594-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 28,8%- ით მეტია.
2017 წლის სექტემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ რუსეთიდან (+32%), აზერბაიჯანიდან (+15,6%), სომხეთიდან (+11,8%), თურქეთიდან (+10,5%), უკრაინიდან (+0,2%) და ირანიდან (+80%) განხორციელდა.