აქტუალური
"ნევროზიანი და გაკოტრებული პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ წინასაარჩევნოდ ყურადღების მიპყრობა!" - კვირიკაშვილი

      საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მერიასთან გუშინ გამართულ "ნაციონალური მოძრაობის" აქციას. არ ვიცი, რა დავარქვა ამას. არსებობს პოლიტიკური, ადამიანური უსინდისობა და არსებობს ზღვარი ყველაფერ ამის. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ყველაფერი ამ ზღვარს იქით გადასული ადამიანები. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ, რადგან ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, რომ ტყუილებით და უსინდისობით მიიპყრონ ყურადღება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის გაკოტრებული პოლიტიკური ძალა, რომელიც მსგავსი აქციებით ცდილობს ყურადღების მიპყრობას. "ტყუილების კასკადი 2011 წელს დაიწყო და დღემდე მოდის. ჯერ იყო, რომ ვართ პრორუსები, ვერავინ ვერ დააჯერეს. ამას შემდეგ მოჰყვა მთელი კასკადი ტყუილების, გაკოტრდნენ პრაქტიკულად და ვეღარაფერი რომ ვეღარ გაუკეთებიათ, რაღაცით ხომ უნდა მიიპყრონ ყურადღება. ხუთი ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის და აბრიალებს თვალებს და ყვირის, - განაცხადა კვირიკაშვილმა.