სამართალი
ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის დაჯარიმებულთა 48% უცხო ქვეყნის მოქალაქეა!

      საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პირველ არხს „თბილსერვის ჯგუფში“ განუცხადეს. დასუფთავების ქვეითმა ინსპექტორებმა ბოლო 6 თვეში სულ 2 518 საჯარიმო ოქმი შეადგინეს. ჯარიმების საერთო თანხა 250 000 ლარს აღემატება. დაჯარიმებული 2 518 პირიდან 69 იურიდიული პირია, ხოლო 1 199 - უცხო ქვეყნის მოქალაქე.
რაც შეეხება "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის სამანქანო ეკიპაჟებს, მათ მიერ 2017 წლის პირველი იანვრიდან დღემდე სულ დაწერილია 540 საჯარიმო ოქმი, საერთო თანხამ კი 408 750 ლარი შეადგინა. 540 სამართალდამრღვევი პირიდან 355 - ფიზიკური, ხოლო 185 იურიდიული პირია.
ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, ჯარიმა 2 კილოგრამი ნაგვის დაყრაზე 80 ლარია, 2 კილოგრამზე მეტი ნაგვის დაყრის შემთხვევაში კი 1000 ლარს აღწევს.